ლიხაურში „ექვთიმეობის“ დღესასწაული ტრადიციული ღონისძიებით აღინიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში „ექვთიმეობის“ დღესასწაული ტრადიციული ღონისძიებით აღინიშნა.
ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში წმინდანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გაიმართა კონფერენცია. მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლებმა, სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში, ადგილობრივი წარმოების პროდუქტები გამოფინეს. გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების: ,,გორდელაძეების ოჯახი,“ ,,რეხეული,“ ,,ლაზარე,“ „ურეკი,“ „ზენაარის“ კონცერტი. დაჯილდოვდნენ ლიხაურში მცხოვრები საპატიო მოქალაქეები. სპეციალური ჯილდო და სიგელები მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გადასცა. „ ტრადიციულად, „ექვთიმეობის“ დღესასწაულს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით აღვნიშნავთ, ვმასპინძლობთ საპატიო სტუმრებს და ვაჯილდოებთ სოფლის კოლორიტებს, დამსახურებულ პედაგოგებსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკურებული მიღწევები აქვთ. პატივს მივაგებთ ექვთიმე ღვთისკაცის ხსოვნას, რომლის ღვაწლიც განუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე,“ – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. საზეიმო ღონისძიებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, ასევე ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით 16:00 საათიდან დაიწყო და “ქუჩის მუსიკოსებისა” და მომღერალ სოფო ბედიას გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.
14671279_1498729856809666_2104291288348018209_n 14721682_1498729793476339_2091785495727505506_n 14717191_1498729776809674_8215878068444967764_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები