“სასურველია, ფრანგული პროექტი გადაიხედოს, რადგან მსგავსი მასშტაბის პროექტი შესაძლოა წლები აღარ განხორციელდეს”

სამხედრო-ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, თავდაცვის მინისტრს ფრანგული სამხედრო პროექტის გადახედვას სთხოვს, რადგან თვლის, რომ კადრები, რომელიც ქართული მხრიდან პროექტში მონაწილეობენ, ნაკლებად კვალიფიციურები არიან.
„მივმართავ შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვის მინისტრს, ტექნიკამ, რომელიც შემოვა საქართველოში, უნდა იმსახუროს მინიმუმ 20 წელი და თუ ის ვერ ივარგებს, მოუწევთ პასუხისგება.
ეჭვი მაქვს, რომ კადრები, ვინც ქართული მხრიდან ამ პროექტში მონაწილეობენ, არ არიან კვალიფიციურები. ქვეყანას უახლოეს წლებში აღარ ექნება 300 მილიონიანი პროექტის განხორციელების საშუალება, ამიტომ ეს არის სახელმწიფოსთვის დიდი ტვირთი და ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვექცეთ ამ საკითხს,“-განაცხადა ამირან სალუქვაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები