ამირან სალუქვაძე: სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს სამხედრო კადრების მიმართ

ასეულობით მილიონი დოლარიც რომ დახარჯოს ქვეყანამ სამხედრო ტექნიკაზე, თუ კადრები ვერ შენარჩუნდა, ფული წყალში გადაყრილად ჩაითვლება, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძემ განაცხადა.
სალუქვაძე მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვალიფიციური კადრების მიმართ მეტ დაინტერესებას ითხოვს.

იგი სამხედრო უწყებებიდან კადრების გადინების მაგალითებს ასახელებს. „მე ავიაციის დღეს შევხვდი მინისტრს და ბევრ რამეზე მქონდა საუბარი, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ პირველ რიგში უნდა იქნას შესწავლილი საკადრო პოლიტიკა, საკადრო მდგომარეობა და არა შეიარაღება და ტექნიკა.
ქვეყანამ მილიარდობით დოლარის ინვესტიციაც რომ განახორციელოს სამხედრო სფეროში, წყალში იქნება გადაყრილი, თუ არ გვეყოლება შესაბამისი კადრი.
ძალიან ბევრი კვალიფიციური სამხედრო გადის ქვეყნიდან. ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა, რასაც სამწუხაროდ სახელმწიფო წლების განმავლობაში არასწორად უდგება,“-განაცხადა ამირან სალუქვაძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები