ლადო ბოჟაძე: ცესკოს მხრიდან ადგილი ჰქონდა პროცესუალურ დარღვევებს

კვალიფიკაციის პრობლემა კვლავ რჩება ცესკოს ადმინისტრაციის პრობლემად, – ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა ხარვეზებს, თუმცა ბოჟაძე აცხადებს, რომ ამის მიზეზი ხშირად როტაციაა და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული კადრები.
ბოჟაძე სერტიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობს.
“პირდაპირ შეიძლება მიეცეს ოლქებს და პარტიებს რეკომენდაციები, რომ სერტიფიცირებული და კვალიფიცირებული კადრები წარადგინონ არჩევნებზე, რადგან ძალიან ძნელია 50 000 -მდე ადამიანი აკონტროლო. ჩვენს ქვეყანაში უამრავი არჩევნები ჩატარდა და კვალიფიციური კადრების მოძებნა ძნელი არ იქნება,“-განაცხადა ლადო ბოჟაძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები