ამირან სალუქვაძე: თუ გუშაგი ჯეროვნად ასრულებდა თავის მოვალეობას, ის უნდა დაიცვას საზოგადოებამაც და ძიებამაც

“წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის ხელმძღვანელი, ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში – ამირან სალუქვაძე “კრწანისის” ტერიტორიაზე, მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.
სალუქვაძე არ გამორიცხავს, რომ საქმის გადაკვალიფიცირება მოხდეს და გუშაგი გამართლდეს, ან პირიქით, მას ბრალი დაუმძიმდეს, თუმცა ექსპერტს მიაჩნია, რომ ძიება ობიექტურად წარიმართება.
„არის უამრავი საკითხი გასარკვევი თუ რა მოხდა კრწანისის ტერიტორიაზე. პირველადი ინფორმაციით ირკვევა, რომ გუშაგი იქ ასრულებდა თავის მოვალეობას. გუშაგი არის მებრძოლი, ის არ არის ჯიხურის ან მაღაზიის დაცვის უფროსი, როგორც გვაქვს პირველადი ინფორმაცია, მან მისცა გაფრთხილება პირს, რომ დამორჩილებოდა და ამის შემდეგ მოახდინა გასროლა.
თუ საქმე გუშაგის წინააღმდეგ აღიძრება, უხეში შედარებაა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს შენი ჯარისკაცის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე იმის გამო, რომ მტრის ჯარისკაცს ესროლა.
მე ყოველთვის გამოვდივარ ფორმიანი ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში“ ამირან სალუქვაძემ.
მისივე ვარაუდით, ძიება სწორი მიმართულებით წარიმართება.
“მე მჯერა, რომ ძიება ობიექტურად წავა, და გუშაგი გამართლდება მოცემულ სიტუაციაში, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მას ბრალი დაუმძიმდეს. ასეთ შემთხვევაში, სხვა დროს, სხვა გუშაგებს ექნებათ იმის შიში, რომ აღარ უნდა ისროლონ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ამ დროს კი შესაძლოა გუშაგი დაიღუპოს. ამიტომ მივმართავ საზოგადოებას, რომ დავიცვათ ჯარისკაცის ინტერესი,“-განაცხადა ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, – ამირან სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები