ფოტოგამოფენა „მუზეუმი ფოკუსში“ გაიხსნება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე ერთი წელია ინსტაგრამზეა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, 27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში ფოტოგამოფენა „მუზეუმი ფოკუსში“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე მოყვარული ფოტოგრაფების მიერ ეროვნული მუზეუმის სივრცეებში გადაღებული საინტერესო დეტალები იქნება წარმოდგენილი. ყველაზე საინტერესო ნამუშევრები ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება.
ფოტოგამოფენასთან ერთად, მუზეუმის ეზოში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდება. დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, იხილოს ,,ეროვნული საგანძური“ – არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური და შუა საუკუნეების გამოფენები. ეზოში, თავისი კუთხე ექნებათ „National Geographic-საქართველოსა“ და „სანტა ესპერანსას“. ასევე, ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, გაწევრიანდეს ,,მუზეუმის მეგობართა“ საზოგადოებაში.
ღონისძიებას მუსიკოსი სანდრო თედიაშვილი (Macrowelt) გააფორმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები