ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე პოლიციაა მობილიზებული

მარნეულში, ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე პოლიციაა მობილიზებული. უბანთან შეკრებილნი არიან „ნაციონალური მოძრაობისა” და „ქართული ოცნების” მხარდამჭერები.
რაიმე ინცინდენტი, ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათისათვის, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1436 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 766-მა, რაც ამომრჩეველთა 53.3%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები