ცესკო: დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეახსენებს, რომ კანონმდებლობის თანახმად, დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე აკრძალულია ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. გარდა ამისა, 20:00 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებაც.
ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი, რომლის ნომერია – 2 51 00 51, ასევე იმუშავებს ონლაინ ჩათი.
​„მოქალაქეებს და არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ. მიქელაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები