დედოფლისწყაროში დაშავებულ სამხედროებს ინგოროყვას კლინიკასა და „ტრავმატოლოგში“ მოათავსებენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედოფლისწყაროში დაშავებული სამხედროები ინგოროყვას კლინიკასა და კლინიკა „ტრავმატოლოგში“ მოთავსდებიან.
როგორც “კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ერთი დაშავებული სამხედრო, რომელსაც მენჯის ძვლის მოტეხილობა, ასევე მუცლისა და თავის ტრავმები აღენიშნება, კატასტროფის ეკიპაჟს ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავს.
კლინიკა „ტრავმატოლოგში“ მიმდინარეობს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირის ჰოსპიტალიზაცია. მას თავის ტრავმა აღენიშნება. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციითვე, კლინიკები დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო სერვისებით, შეფერხების გარეშე უზრუნველყოფენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა, რომლის შედეგად 37 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები