„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები არჩევნების მეორე ტურს ვერ დაესწრებიან

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის” სარჩელი არ დააკმაყოფილა. „ნინო ბურჯანაძის“ პარტია არჩევნების მეორე ტურში უბნებზე დამკვირვებლებად პარტიის წარმომადგენლების დაშვებას მოითხოვდა.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურს საუბნო კომისიებში მხოლოდ იმ პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან, რომელთა წევრებიც არჩევნების მეორე ტურში იღებენ მონაწილეობას.
„აღნიშნული დადგენილებით იმ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს მიენიჭათ უფლებამოსილება უბანზე ყოფნის და მხოლოდ მათ ეყოლებათ წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში, რომლებიც მონაწილეობენ მეორე ტურის არჩევნებში,“ – განაცხადა ცესკოს წარმომადგენელმა.
“ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები