თავდაცვის მინისტრი კახეთშია – ლევან იზორია დაშავებული ჯარისკაცების მოსანახულებლად საავადმყოფოში მივიდა (ფოტო)
თავდაცვის მინისტრი უკვე კახეთშია. ლევან იზორია ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მივიდა და პირადად გაეცნო ვითარებას.
ამ წუთებში უწყების ხელმძღვანელი, დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული სამხედროების მოსანახულებლად მივიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს საავადმყოფოში 28 ჯარისკაცია მოთავსებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კახეთში, სამხედრო ავტომანქანის გადატრიალების შედეგად, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. უწყების კუთვნილ, ”კამაზის” მარკის” ავტომანქანაში 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 28 ადამიანი დედოფლისწყაროს საავადმყოფოშია გადაყვანილი, 7 კი – წნორში.