თავდაცვის მინისტრი დაშავებული ჯარისკაცების მოსანახულებლად კახეთში მიემგზავრება

დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ჯარისკაცების მოსანახულებლად, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გაემგზავრა. ამის შესახებ „კვირას“ თავდაცვის უწყებაში განუცხადეს.
სასწრაფო-სამედინიცო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული 28 ადამიანი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, 7 კი – წნორში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,კამაზის” მარკის სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 1 ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 30 სამხედროზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები