მამუკა არეშიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობაში საფრთხეს ვერ ვხედავ

საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება არასასიამოვნოა, მაგრამ მე აქ საფრთხეს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეზე კეთდება აქცენტი, ამით კნინდება მოსახლეობის არჩევანი.
“ამ საკითხს აქვს ორი მხარე, „ქართულ ოცნებას“ ექნება მთლიანი პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე და სხვა საკითხებზე, ამიტომ მე საკონსტიტუციო უმრავლესობაში საფრთხეს ვერ ვხედავ, როცა ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხის შემცველია, ამით ჩვენ შეურაცხყოფას ვაყენებთ სამოქალაქო სექტორს, საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს ხელისუფლება, რომელსაც ამის შნო აქვს და თუ ამის ძალა არ შესწევს საზოგადოებას, მაშინ სულერთია ქვეყანას საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება თუ უმცირესობა,“-განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები