გოგა ხაინდრავა: სანდრა რულოვსს სამეგრელოში მეგის ქარდავების, კოდუების და ახალაიების ბუდე ეგულება

რატომ ჩადის მაინცდამაინც სამეგრელოში სანდრა რულოვსი? იმიტომ, რომ იქ არის ბუდე ახალაიების, კოდუების, მეგის ქარდავების და სწორედ სამეგრელოში უნდა მას ქაოსის შექმნა, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავა რულოვსის სამეგრელოში წამოწყებულ საარჩევნო კამპანიას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს.
“რატომ აირჩია რულოვსმა სამეგრელო? იმიტომ, რომ იქ ეგულება „ნაციონალების“ ბუდე – კოდუების, ახალაიების მხარდამჭერები, ასევე მეგის ქარდავების. იქ ეგულება მას დასაყრდენი, ვერ დავიჯერებ, რომ სანდრა რულოვსი საქართველოს პრობლემებმა შეაწუხა, დავიჯერო, რომ მის სამშობლოს ჰოლანდიას ან უკრაინას არ აქვს პრობლემები? ჩავიდეს თავის ქმართან, პრობლემები დღეს უკრაინას აქვს თუ აქვს,“ – განაცხადა ხაინდრავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ხაინდრავამ გიგი წერეთელს და კობა ნარჩემაშვილზეც ისაუბრა და ქუთაისელებს გონივრული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
“კობა ნარჩემაშვილთან მე წლების წინ მქონდა პიროვნული დაპირისპირება, მაგრამ ამ ადამიანს ღირსება არ დაუკარგავს არც მაშინ და არც შემდგომ. იმ პერიოდის ხელისუფლებაში თუ ვინმეს ჰქონდა ღირსება, ეს იყო კობა ნარჩემაშვილი. ამ ყველაფრის ფონზე, როცა „რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია არჩევანს აკეთებს გიგი წერეთელზე, აღარ უნდა უკვირდეთ „რესპუბლიკელებს“ ის შედეგი, რაც მიიღეს, რადგან გიგი წერეთელი იყო „კომკავშირის წევრი“, „მოქკავშირის“ წევრი,“ ნაც კავშირის“ წევრი და, როცა ასეთ ადამიანს ირჩევ, ის პროცენტიც ბევრია, რაც მიიღეს, დასკვნა კი ამომრჩეველმა გააკეთოს,“ – განაცხადა ხაინდრავამ.
კინორეჟისორმა მნიშვნელოვანი უწოდა მთაწმინდის მეორე ტურსაც და საქართველოს მოსახლეობას ამ ტურში დაპირისპირებული ნიკა რურუას და სალომე ზურაბიშვილის წარსული შეახსენა.
“ რურუა წარმომადგენელია ბოროტების საძმოსი, რომელმაც იპარპაშა თბილისში, სალომე ზურაბიშვილი არის ქალბატონი, რომელმაც გაიყვანა რუსული ტანკები საქართველოდან და ნიკა რურუა არის ადამიანი, რომელმაც შემოიყვანა რუსული ტანკები თავის პარტიასთან ერთად და 35 კილომეტრში დააყენა. რურუა არის წარსულის სიბნელე, სალომე ზურაბიშვილი და ევროპული იდეოლოგიის პოლიტიკოსი,“-განაცხადა ხაინდრავამ „:კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები