გოგა ხაინდრავა: ასე უცებ სარკომისგან განკურნება არ ხდება, „ნაციონალური მოძრაობა“ კი სარკომა იყო

„ნაციონალური მოძრაობა“ არის საბჭოთა კავშირის მეტასტაზა, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში უნდა ამოიკვეთოს, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავამ ყურადღება ამომრჩეველთა იმ კატეგორიაზე გაამახვილა, რომელმაც 2016 წლის არჩევნებში ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა.
„დასაფიქრებელია, რომ საქართველოში რჩება 400 000 ადამიანი, რომელიც ხმას აძლევს ძალადობასა და ფაშიზმს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი. საბჭოთა კავშირის დროს კი, საქართველო დანარჩენ ქვეყნებს შორის, რომელიც იმ კავშირში შედიოდნენ, ყველაზე მეტად იყო დაზარალებული ამ რეჟიმისგან, თუმცა, საქართველოში, პროცენტულად ყველაზე მეტი კომუნისტი ცხოვრობდა. ადამიანები, ვისაც ბოლშევიკები მამებს უხვრეტდნენ, კომუნისტურ პარტიაში შედიოდნენ, ეს არის თვითგადარჩენის ინსტიქტი. ასე უცებ სარკომისგან განკურნება არ ხდება და „ნაციონალური მოძრაობა“ სარკომა იყო,“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები