ლევან იზორია: ღირსების საქმეა, რომ არავის გაუჩნდეს სურვილი, თავს დაესხას ჩვენს ქვეყანას

ჩვენი ღირსების საქმეა, რომ ვიყოთ თავდაცვის ისეთ დონეზე, რომ არავის გაუჩნდეს სურვილი თავს დაესხას ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ვაზიანში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომავალი წლიდან საქართველო აშშ-სთან ერთად მზადყოფნის პროგრამას იწყებს, რომელშიც მე-4 მექანიზებულ ბრიგადაც აქტიურად იქნება ამ წვრთნებში ჩართული.
„ჩვენი ღრსების საქმეა, რომ ვიყოთ თავდაცვის ისეთ დონეზე, რომ არავის არ გაუჩნდეს სურვილი, თავს დაესხას ჩვენს ქვეყანას. ყველაზე კარგი პრევენცია არის სწორედ ის, რომ ჩვენი მზადყოფნის დონე იყოს მაღალი. ჩვენ ამ მიზნით, მომავალი წლიდან აშშ-სთან ერთად ვიწყებთ საქართველოს მზადყოფნის პროგრამას და ბუნებრივია, მე-4 მექანიზებული ბრიგადაც აქტიურად იქნება ამ წვრთნებში ჩართული“, – განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ მე-4 მექანიზებულ ბრიგადას 25 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები