ეკა ბესელია: საკონსტიტუციო კომისია უსუფაშვილის თავმჯდომარეობით არაორგანიზებულად მუშაობდა

საკონსტიტუციო კომისია, დავით უსუფაშვილის თავმჯდომარეობით, წარუმატებელი იყო, – აღნიშნული განცხადება ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ PalitraNews-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, უსუფაშვილის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ”ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ესეც იყო”.
”მას რომ უკეთ გაეკეთებინა ორგანიზება კომისიის მუშაობის, კომისია გარკვეულ პროდუქტს შექმნიდა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კომისია ძალიან არაორგანიზებულად და ძალიან დაუგეგმავად მუშაობდა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება იმას, რომ უსუფაშვილი კვორუმის არარსებობას უჩიოდა, ბესელიამ აღნიშნა, რომ მან თავად დააკომპლექტა ეს კომისია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები