ეკა ბესელია: თუ ვსაუბრობთ სახელმწიფო კომისიის შექმნაზე, როგორც წესი, ამას საკანონმდებლო ორგანო აკეთებს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისია, პარლამენტში უნდა შეიქმნას, რადგან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ყველაზე მაღალი ლიგიტიმაციის მატარებელია.
მან PalitraNews-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესზე საუბრის პარალელურად 
პროცესში პრეზიდენტის ჩართვაზეც ისაუბრა.
”ასე იყო აქამდე და ასეც იქნება მომავალში. მას ბუნებრივია ექნება შესაძლებლობა კომისიის ფარგლებში თავად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა. ზოგადად, თქვენ იცით, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება კონსტიტუციით არის გაწერილი და არის ამომწურავი ჩამონათვალი. როგორც წესი არ შეიძლება ამ უფლებამოსილების გარდა რაიმე სხვა უფლებამოსილება დაემატოს პრეზიდენტს.
დღეს იყო განცხადებები, რომ შეიძლება თუ არა ცალკე კომისია შექმნას პრეზიდენტმა და ა.შ. ზოგადად თუ ეს არის სამუშაო ჯგუფი, არათუ პრეზიდენტს, არავის ეზღუდება სამუშაო ჯგუფების შექმნა, მაგრამ თუ ვსაუბრობთ სახელმწიფო კომისიის შექმნაზე, როგორც წესი, ამას საკანონმდებლო ორგანო აკეთებს.
როდესაც ”ნაციონალური მოძრაობის” დროს პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეიკვეცა და დაკნინდა, ერთ-ერთი უფლება, რაც წაართვეს მაშინ პრეზიდენტს, იყო საკანონდებლო ინიციატივის უფლება. პრეზიდენტს არ აქვს უფლება პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს. ის საკანონმდებლო პროცესში ერევა მხოლოდ ბოლოს, როდესაც ხელს აწერს ან ვეტოს ადებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით კონსტიტუციაში ცვლილებებს განახორციელებს“.
პრემიერის ინიციატივის შემდეგ ცნობილი გახდა გიორგი მარგველაშვილის პოზიციაც. პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები