„მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“ – თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება

22 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ხოლო 25 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კინოთეატრ „რუსთაველში“ თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმის ქართული პრემიერა გაიმართება.
ფილმი „მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“ თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების CinedocTbilisi-ს საკონკურსო პროგრამაშია.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფილმი რუსული ოკუპაციის შესახებ მოგვითხრობს. მისი გმირები სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ადამიანები არიან.  ისინი წყნარ ცხოვრებას ეწეოდნენ და არაფრით გამოირჩეოდნენ სხვებისაგან… 14807938_1220975357924610_2038316301_o
ასე იყო მანამ, სანამ რუსი სამხედროები, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გამყოფი ხაზის მშენებლობასა და მავთულხლართების გადებას დაიწყებდნენ. ხურვალეთში მავთულხლართები სოფელს ორ ნაწილად ყოფს. გაიყო ოჯახები და თემი. საათში ერთხელ რუსი სამხედროები გამყოფი ხაზის გასწვრივ პატრულირებენ და აპატიმრებენ ყველას, ვინც მავთულხლართებთან მიახლოებას ბედავს. რისკის მიუხედავად, სოფელში მცხოვრებნი მაინც არც წყვეტენ კავშირს ნათესავებთან და მეგობრებთან. ცხოვრება გრძელდება, მაგრამ იქნება კი როდესმე ისეთი, როგორც ადრე?
ფილმი ქართულ-გერმანული პროდუქციაა. მისი საერთაშორისო პრემიერა პრაღაში, ფესტივალზე „One World” შედგა. „მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“ არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე უჩვენეს და ახლაც აგრძელებს საფესტივალო ცხოვრებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები