კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით სამუშაო ჯგუფის დაფუძნების საკითხს მანანა კობახიძე ეხმაურება

კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით სამუშაო ჯგუფის დაფუძნების საკითხს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა.
კობახიძეს აინტერესებს, რამდენად ეფექტური იქნება პრეზიდენტის მხრიდან შექმნილი ჯგუფის საქმიანობა, მაშინ, როდესაც ამის პირდაპირი ვალდებულება აქვს  პარლამენტს.
„სწორედ პარლამენტია ის უფლებამოსილი ორგანო, სადაც შესაძლებელია ასეთი კომისიის შექმნა, მე არ ვგულისხმობ სამუშაო ჯგუფს, არამედ ვგულისხმობ შესაბამის კომისიას, შესაძლებელია პრეზიდენტს ჰქონდეს ასეთი ჯგუფის შექმნის სურვილი და შეიძლება შექმნას კიდეც, მაგრამ მეორეა, რამდენად იქნება ფორმალიზებული და ეფექტური პრეზიდენტის მხრიდან შექმნილი ჯგუფის საქმიანობა, მაშინ, როდესაც ამის პირდაპირი ვალდებულება აქვს სწორედ პარლამენტს“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
პრემიერის ინიციატივას პრეზიდენტი გამოეხმაურა.
გიორგი მარგველაშვილი მზადაა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები