რუსეთი ქართველი პილოტებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას გეგმავს

რუსეთი საქართველოს საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას გეგმავს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის სამუშაო შეხვედრა პრაღაში 19 ოქტომბერს გაიმართა.
„საქართველოსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა წარმატებით ვითარდება. შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა სავიზო რეჟიმის გამარტივების მიმართულებით. რუსეთის მთავრობა საქართველოს ავიაკომპანიების ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს განიხილავს“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აღნიშნულია, რომ მოსკოვმა და თბილისმა დაადასტურეს ორმხრივი ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზების მიმართულებით პრაგმატული კურსის გაგრძელება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები