“საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით”

“საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზექი ლევენთ გურუმჩქუმ განაცხადა, რომელმაც ქალაქ რიზეს უნივერისტეტში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის მიმართვასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, თურქეთი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ ძლიერად იცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„მადლობას გიხდით, რომ მაძლევთ შესაძლებლობას გავფანტო რაიმე სახის გაუგებრობა. პრეზიდენტის გამოსვლა ასახავს რეგიონის ხალხების ძალიან მჭიდრო ურთიერთობას. ხალხების, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობენ. ეს არის ასევე ხაზგასმა სოციალური და კულტურული მსგავსების. დღეს ჩვენი მთავრობები ძალიან სწორ პოლიტიკას ატარებენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე და მიმართულებით. ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს მეზობლებს შორის, თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა, რიზე – თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“, – განაცხადა ზექი ლევენთ გურუმჩქუმ.
ბერძნული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ქალაქ რიზეში, უნივერსიტეტში სასწავლო წლის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. რეჯეპ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით, 1920 წელს თურქეთის საზღვრების შესახებ მიღებული პაქტი მოიცავდა ალეპოს, კვიპროსს, მოსულს, კურკუკს, ერბილს, ბათუმს, სალონიკს და სხვა ტერიტორიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები