სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, პარლამენტში შემავალ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტში შემავალ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. როგორც ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში აღნიშნა, ირმა ინაშვილის პარტიული სიით გასულ დეპუტატებთან გარკვეულ საკითხებზე ითანამშრომლებს.
ზურაბიშვილის თქმით, ყველა ის პირი, ვინც პარლამენტში მოხვდება, ქართველი ამომრჩვენის მიერ იქნება არჩეული.
„მე ვერ ვუშვებ თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როგორც მოძრაობასთან და არა ინდივიდუალურ პირებთან. იმიტომ, რომ ეს არის დამნაშავე მოძრაობა. სანამ სასამართლო ბოლომდე არ დაადგენს, ვის რა წაართვეს… დღეს წავიკითხე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კოდუებს ატერორებდა და მათზე ზეწოლა იყო. ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს. ირმა ინაშვილის პარტია ჩემთვის დამნაშავე არ არის. ბევრ საკითხში, ალბათ, არ დავეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ შეშაძლებელია შრომის კოდექსზე მოვნახო იქ ზოგიერთი პარტნიორი, რომელიც ასევე დაინახვას, რომ ეს არის ცივილურ, ევროპულ საქართველოში აუცილებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები