ევროკავშირი მიესალმება საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც, საერთო ჯამში, მშვიდობიანად ჩატარდა

“ევროკავშირი მიესალმება საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საერთო ჯამში, მშვიდობიანად და წესრიგის დაცვით“, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

„საქართველოსთან, მოლდავეთის რესპუბლიკასთან და უკრაინასთან ურთიერთობების მხრივ, ევროკავშირი გააგრძელებს ფოკუსირებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხრივ, რაც ხელს შუწყობს ამ სამ ქვეყანაში რეფორმების პროცესს”, – ნათქვამია ანგარიშში.

ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ მოლდავეთი უკვე სარგებლობს ვიზალიბერალიზაციით.

“2016 წლის პირველ ნახევარში ევროკომისიამ წარადგინა საკანონდებლო ინიციატივა ბიომეტრიული პასპორტებს მქონე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ, მას შემდეგ, რაც დაადასტურა, რომ მათ წარმატებით დააკმაყოფილეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი”, – წერია დოკუმენტში.

დოკუმენტში საუბარია 8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებაც.

“ევროკავშირი მიესალმება საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საერთო ჯამში, მშვიდობიანად და წესრიგის დაცვით. საარჩევნო უბნებთან და უბნებზე მომხდარი ძალადობის ზოგიერთი ინციდენტს გარდა, OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, არჩევნები იყო კომპეტენტური, კარგად ადმინისტრირებული და გაიმართა ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემით. ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს დემოკრატიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, როგორც კი საარჩევნო პროცესი დასრულდება და მოუწოდებს პარლამენტში არჩეულ ყველა წარმომადგენელს, იმუშაონ ერთად საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით“,-ნათქვამია დოკუმენტში.

​როგორც ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში კონფლიქტის შედეგების დასაძლევად, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის საშუალებით.

„ევროკავშირი დარჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პოლიტიკის ერთგული”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, დემოკრატიული და სტაბილური აღმოსავლეთ სამეზობლო ევროკავშირისთვის პრიორიტეტად რჩება. ევროკავშირის მიდგომა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებისადმი ეფუძნება 2015 წელს, რიგაში, სამიტის დროს შეთანხმებულ პრინციპებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები