შევა თუ არა სანდრა რულოვსი პარლამენტში – რას აცხადებს გიგი წერეთელი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ სანდრა რულოვსი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე პოზიციას განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ დააფიქსირებს.

„განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ გადაწყდება, სანდრა რულოვსი პირველივე ტურში იმარჯვებს თუ არა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის პირველივე ტურში მოიგებს. ამის შემდგომ ალბათ გადაწყვეტს თვითონ, რას აპირებს და როგორ აპირებს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე სანდრა რულოვსმა თქვა, რომ ის არ არის პოლიტსაბჭოს წევრი და კენჭისყრაში არ მიუღია მონაწილეობა. მოსაზრებები მას, ბუნებრივია, აქვს და როგორც გითხარით, განმეორებითი კენჭისყრის დასრულების შემდეგ თავის გადაწყვეტილებას გვეტყვის. ძალიან ბევრი ადამიანის მოსაზრებაში ჩვენს გუნდში პირველ დღეებში იყო დილემა, როგორ გაგრძელებულიყო ბრძოლა – არავინ არ შესულიყო პარლამენტში თუ შევსულიყავით პარლამენტში და იქაც ბრძოლა, გარეთაც ბრძოლა. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ვიცით, ჩვენ ყველამ გადავწყვიტეთ, რომ ყველგან საჭიროა ბრძოლა”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები