თეა წულუკიანი: გადამწყვეტი ბრძოლა წინაა

ყველანაირი ტიპის მოძრაობა, რომელიც მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს თავის შეკავებისკენ, მიმართულია იქითკენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მარცხი იწვნიოს”, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მოწოდებას პროდასავლურ პარტიებისადმი, რომ მათ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ მხარი.
მისი თქმით, ყველანაირი მოძრაობა, რომელიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, მიმართულია იქითკენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მარცხი იწვნიოს.
„მხოლოდ მეორე ტური აჩვენებს აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა და კომფორტული უმრავლესობა პარლამენტში. ყველანაირი ტიპის მოძრაობა, რომელიც მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს თავის შეკავებისკენ, მიმართულია იქითკენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მარცხი იწვნიოს. გადამწყვეტი ბრძოლა არის წინ, ამიტომ ყველა უნდა ვმობილიზდეთ 30 ოქტომბრისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი პროდასავლურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები