საგარეო საქმეთა სამინისტროში ასოცირების დღის წესრიგის საკითხზე მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა.
შეხვედრის მიზანი გახლდათ 2017-2020 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში საზოგადოების ეფექტური ჩართულობის უზრუნველყოფა. მხარეებმა  შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და  კოორდინაციის პრაქტიკულ დეტალებზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა დოკუმენტის მომზადების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმდინარე დიალოგი და მათი აქტიური ჩართულობა

. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასოცირების დღის წესრიგის ირგვლივ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს, მოლაპარაკებების პროცესში საზოგადოებრივი აზრის და ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები