სალომე ზურაბიშვილი: კითხვა კონსტიტუციური უმრავლესობის საფრთხეზე არის სასაცილო

ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა “სასაცილო” უწოდა გავრცელებულ ინფორმაციებს საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის შემცველობასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრიორიტეტი ამომრჩევლის ნებაა და რასაც უმრავლესობა წყვეტს, ის უნდა იყოს ყველასთვის მისაღები.
“კითხვა კონსტიტუციური უმრავლესობის საფრთხეზე არის სასაცილო. დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა გახდა თემა იმ პარტიის მხრიდან, რომელმაც გვაცხოვრა 9 წელი საკონსტიტუციო უმრავლესობაში. მე საფრანგეთის მაგალითზე გეტყვით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ებრძოდა ფაშისტებს და როცა ებრძვი ძალას, რომელიც საერთოდ არ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში, ყველანაირი უმრავლესობა გამართლებულია.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” 29-ჯერ შეცვალა კონსტიტუცია და დღეს ესენი არიან აღშფოთებულები. ეს რა თქმა ნდა, სასაცილოა. ერთი რამე ვიცი და ერთადერთი: ამომრჩეველი რასაც წყვეტს, ის არის ამომრჩევლის ნება და თუ მისი ნება იქნება კონსტიტუციური უმრავლესობა, ამას ყველამ პატივი უნდა ვცეთ,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები