რატომ გარიცხა ნიკა მელიამ თანაგუნდელი პარტიიდან – ქოჩორაშვილი დეტალებს ასაჯაროებს

ქეთევან ქოჩორაშვილი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ზეწოლაში და პარტიიდან გარიცხვაში ადანაშაულებს, “კვირასთან“ საუბრისას მელიასთან დიალოგის დეტალებს ჰყვება.
როგორც ქოჩორაშვილი განმარტავს, სიის მიხედვით, მას საკრებულოში ირაკლი აბესაძე უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ნიკა მელიამ უთხრა, რომ აღნიშული პოზიცია „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი თავმჯდომარისთვის, დავით ავალიანისთვის უნდა დაეთმო, რომელსაც, როგორც ქოჩორაშვილი აღნიშნავს, სამართლებრივი პრობლემა ჰქონდა.
ქოჩორაშვილის თქმით, ამ მოთხოვნაზე მან მელიას უარი უთხრა, საპასუხოდ კი მელიას ინიციატივით მას პარტია დაატოვებინეს.
ქოჩორაშვილი წლების წინ პარტიის პრესმდივნის პოზიციასაც იკავებდა.
“მელიამ მითხრა, რომ დათო ავალიანისთვის უნდა დამეთმო ჩემი ადგილი, რადგან მისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, მე ამაზე უარი ვუთხარი, რის შემდეგაც მელიამ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და პარტიიდან გამომრიცხა. მე პარტიის წევრი 2001 წლიდან ვარ, ორჯერ ვიყავი საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან“ და ბოლოს წევრობის კანდიდატი“, – განაცხადა ქოჩორაშვილმა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის საკრებულოში 8 დეპუტატით არის წარმოდგენილი. ქოჩორაშვილი სიაში მე-9 ნომერია, ავალიანი კი მე-15.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები