ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს

ამერიკელი კონგრესმენი მარკ სენფორდი საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და საქართველოს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს.
მარკ სენფორდის თქმით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორია და შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევენები ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მესამედ იმართება.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-წლიან ისტორიას თუ შევაფასებთ, აშკარაა, რომ დემოკრატიულმა პროცესმა საქართველოში მყარად გაიდგა ფესვი და ეს მართლაც ქების ღირსია“, – ნათქვამია “რესპუბლიკელი” კონგრესმენის, მარკ სენფორდის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები