მიხაილ გორბაჩოვი ლიტვის სასამართლოში მოწმედ გამოიძახეს

ვიულნიუსში 1991 წლის 13 იანვარს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, ლიტვის სასამართლო საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერის მიხაილ გორბაჩოვის დაკითხვას ითხოვს.
1991 წელს,საბჭოთა ჯარმა ტელეანძა და რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის შენობა შტურმით აიღო. ვილნიუსში ტელეცენტრის შტურმის დროს სამხედროებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. აღნიშნული მოვლენების შემდეგ, 1991 წლის 11 მარტს ლიტვამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1991 წლის მოვლენებთან დაავშირებით ლიტვაში გამოძიება მიმდინარეობს. 2010 წელს საქმე სამხედრო დანაშაულად გადაკვალიფიცირდა.
დაღუპულთა ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ დაგეგმილი შტურმის შესახებ ინფორმირებული იყო მიხაილ გორბაჩოვი, რომელიც დაკითხვაზე რამდენჯერმე დაიბარეს, თუმცა რუსული მხარე უარს აცხადებდა.
მივა თუ არა მიხაილ გორბაჩოვი ლიტვის სასამართლოში, ამაზე რუსულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები