უკრაინის აეროპორტებში 1-ელ დეკემბრამდე ინფორმაციის რუსულად გამოცხადება აიკრძალება

უკრაინის აეროპორტებმა 1-ელ დეკემბრამდე ინფორმაციის რუსულად გახმოვანება უნდა შეწყვიტოს – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განაცხადა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ვლადიმერ ომელიანის განცხადების თანახმად, ყველა ინფორმაცია, რომელიც თავსდება ელექტრონულ ტაბლოებზე, ნიშნებზე, ჩამოსაკიდებლებზე თუ ცხადდება მიკროფონის მეშვეობით, უნდა იყოს მხოლოდ ორ ენაზე – უკრაინულად და ინგლისურად.
“არანაირი რუსული ენა არ უნდა იყოს. ეს მხოლოდ სახელმწიფო ენის გამოყენების საკითხი კი არა, ეს პირველ რიგში ქვეყნის პატივისცემის ამბავია”, – განაცხადა მინისტრმა.
აგრეთვე, აეროპორტების თანამშრომლებმა კლიენტებთან და მგზავრებთან მხოლოდ უკრაინულ და ინგლისურ ენებზე უნდა ისაუბრონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები