დიდ ბრიტანეთში, რუსეთის ტელეარხ RT-ის ყველა ანგარიში დახურეს

რუსული ტელეარხის, “Russia Today”-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში, ტელეკომპანიის ყველა ანგარიში დაიხურა.
რა მიზეზით მოხდა ბანკ “NatWest”-ის მიერ “Russia Today”-ის ანგარიშების დახურვა, უცნობია.
წერილში, რომელიც ტელეკომპანიამ მიიღო ბანკისაგან, ნათქვამია, რომ ფინანსური ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ბანკიდან მიღებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის ანგარიშები 12 დეკემბრიდან გაიყინება.
რუსულ საინფორმაციო სააგენტო “ერ-ბე-კა”-სთან საუბრისას სიმონიანმა არ გამორიცხა, რომ ანგარიშების ბლოკირება რუსეთის მიმართ ახალი სანქციების მზადებასთან იყოს კავშირში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები