ტიბეტში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ტიბეტში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი წყლის დონიდან 25 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს. დაშავებულების, დაღუპულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.