რუანდას უკანასკნელი მეფე აშშ-ში გარდაიცვალა

აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფო რუანდას უკანასკნელი მეფე, კიგელი V 81 წლის ასაკში, აშშ-ში გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია მონარქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
ცნობილია, რომ კიგელი V რუანდას მეფე გახდა თავისი ძმის გარდაცვალების შემდეგ, 1959 წელს. მომდევნო წელს კი, საპროტესტო აქციების შემდეგ, სადაც შეტაკება მოხდა, მან ქვეყანა დატოვა. 1992 წელს, აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებში 20-წლიანი ცხოვრების შემდეგ იგი აშშ-ში გადასახლდა და ვაშინგტონში დასახლდა, სადაც საქველმოქმედო ფონდი დაარსა, რომელიც რუანდელ ლტოლვილებს ეხმარებოდა.
მედიის ცნობით, თავისი ცხოვრების მანძილზე, მან არაერთხელ განაცხადა, რომ მონარქის სტატუსით მზად არის სამშობლოში დაბრუნდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები