7 თავმოკვეთილი პატიმარი და 6 ცოცხლად დამწვარი – რა მოხდა ბრაზილიის ციხეში

სულ მცირე 25 პატიმარი დაიღუპა ბრაზილიის ქალაქ ბოა ვისტას ციხეში მომხდარი დაპირისპირების დროს. „BBC”-ის ცნობით, პატიმრების ერთი ჯგუფი მეორეს დაუპირისპირდა. ცნობილია, რომ 7 პატიმარს თავი მოჰკვეთეს, 6 კი ცოცხლად დაწვეს.
უცხოური მედია იუწყება, რომ ბუნტის დროს, პატიმრებმა, ციხეში მისული 100-ზე მეტი ვიზიტორი ტყვედ აიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მათი გათავისუფლება მოხერხდა.
„BBC” იუწყება, რომ აღნიშნულ ციხეში, რომელიც 740 პატიმარზეა გათვლილი, ამჟამად 1 400 ადამიანი იხდის სასჯელს.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილია პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. აქ ქვეყნის მასშტაბით 600 000 ადამიანი იხდის სასჯელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები