ერაყის ჯარმა მოსულის გასათავისუფლებლად სამხედრო ოპერაცია დაიწყო

ბაღდადიდან დაახლოებით 400 კილომეტრში, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო.
BBC-ის ინფორმაციით, ერაყის ჯარის არტილერია ქალაქში ტერორისტების პოზიციების დაბომბვას და მასზე კონტროლის აღებას გეგმავს. სამხედრო ოპერაცია უკვე დაწყებულია და უცხოური მედია იუწყება, რომ მოსულისკენ ტანკებიც მიემართებიან.
აღსანიშნავია, რომ მოსული 2014 წლიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ხელშია. ის „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული ბოლო დიდი ქალაქია ერაყში. მისი დაკარგვა ერაყში ტერორისტული ორგანიზაციის დამარცხებას ნიშნავს. ერაყის ჯარს მხარს უჭერენ ქურთი მეამბოხეებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები