თამარ ჩუგოშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ჩემს კანდიდატურას გამოვრიცხავ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვას გამორიცხავს და აცხადებს, რომ დანარჩენი მომავალში გაირკვევა. როგორც ჩუგოშვილი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, პარლამენტისთვის უკეთესი იქნებოდა მრავალპარტიული ყოფილიყო, თუმცა ამას მხოლოდ ამომრჩევლის ნება წყვეტს.
„სამი პოლიტიკური ძალის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა საზოგადოების არჩევანია და ეს ვითარება უკეთესია, ვიდრე პარლამენტში მხოლოდ ორი მხარის წარმოჩენა – ასეთ შემთხვევაში მეტია შანსი, პოლიტიკური პროცესის პოლარიზება მოხდეს“, – აცხადებს ის და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.
„ერთპიროვნულად არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. ეს ფართო შეთანხმებით უნდა მიიღწეოდეს, რადგან არც ერთ საკითხზე სუბიექტური დაინტერესება არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები