ბრაზილიის ერთ-ერთ ციხეში მომხდარი დაპირისპირებისას 20-ზე მეტი პატიმარი დაიღუპა

ბრაზილიის ერთ-ერთ ციხეში მომხდარი დაპირისპირებისას, 20-ზე მეტი პატიმარი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 7 პატიმარს თავი მოჰკვეთეს, 6 კი ცოცხლად დაწვეს. შემზარავი შემთხვევა ბრაზილიის ქალაქ ბოა ვისტაში მოხდა, სადაც პატიმრების ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფს დაუპირისპირდა.
ბუნტის დროს პატიმრებმა ციხეში მისული 100-მდე ვიზიტორი ტყვედ აიყვანეს, მოგვიანებით მათი გათავისუფლება მოხერხდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ციხეში, რომელიც 740 პატიმარზეა გათვლილი, ამჟამად 1 400 ადამიანი იხდის სასჯელს.
ბრაზილია პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. ქვეყნის მასშტაბით 600 000 ადამიანი იხდის სასჯელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები