ინდონეზიაში საფეხმავლო ხიდის ჩანგრევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში საფეხმავლო ხიდის ჩანგრევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა. შემთხვევა ბალის მახლობლად, ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე მოხდა.
მოსახლეობა რელიგიურ დღესასწაულის აღსანიშნავად, ტაძრის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ხიდმა კი, რომელიც ორ პატარა კუნძულს ერთმანეთთან აერთიანებდა, მომლოცველთა დიდ რაოდენობას ვერ გაუძლო.
ყველა დაღუპული ინდონეზიის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები