თურქეთში პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ 19 წევრი დააკავა

თურქეთის გაზიანტეპის პროვინციაში სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 19 „ბოევიკი“ დააკავეს.
შესაბამისი განცხადება პროვინციის გუბერნატორმა გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულები რელიგიური მიმდინარეობა ალევიტების კულტურულ ცენტრზე თავდასხმას გეგმავდნენ.
სპეცოპერაციის შედეგად, ამოღებულია 15 კილოგრამამდე ტროტილი და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები.
შეგახსენებთ რომ, გაზიანტეპში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, სამი თურქი პოლიციელი ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები