„ისლამურმა სახელმწიფომ“ გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი სამხედრო მაღალჩინოსნები სიკვდილით დასაჯა

ერაყის ქალაქ მოსულში, ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი 54 სამხედრო მაღალჩინოსანი სიკვდილით დასაჯა.
The Sunday Times ერაყის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, ერთ-ერთის ტელეფონის მეხსიერების ბარათზე შეტყობინება აღმოაჩინეს, რომელშიც ჯიჰადისტების შეიარაღებაზე იყო საუბარი.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული გადატრიალების მცდელობა აღკვეთა.
ამავდროულად ერაყის შეიარაღებული ძალები, მოსულზე თავდასხმას გეგმავენ.
ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ უკვე გააფრთხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები