კალიფორნიაში სატვირთო ავტომობილი ესტაკადიდან გადავარდა და პარკში ჩავარდა – არის მსხვერპლი

კალიფორნიაში უბედური შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი სან-დიეგოში ესტაკადიდან გადავარდა და პარკში ჩავარდა, სადაც ბაიკერების ფესტივალი მიმდინარეობდა. თვითმხილველების განცხადებით, პიკაპი ხალხს დაეცა. ინცინდენტის შედეგად კი 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მანქანის მძღოლი გადარჩა და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიცია მომხდარის დეტალებს ამ დრომდე არკვევს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ავარიის მიზეზი მძღოლის დაუდევრობა გამხდარიყო, რადგან ვარაუდობენ, რომ ის საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები