ვიეტნამში წყალდიდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
სტიქია ქვეყნის ცენტრალურ რეგიონს დაატყდა თავს.
რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის გამო რეგიონში მდინარეები ადიდდა და დასახლებები დაიტბორა. სტიქიის ზონიდან 30 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. ზოგიერთ რაიონში მეწყერიც ჩამოწვა.
რეგიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა. ათობით ავიარეისი გაუქმდა. მეტეოროლოგების განცხადებით, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონს ტროპიკული შტორმი უახლოვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები