მოსულის აღმოსავლეთით განლაგებულმა აშშ-ს არტილერიამ, „ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა

British soldiers from J Battery, 3rd Regiment, Royal Horse Artillery fire rounds to calibrate their AS90 155 mm self-propelled guns in Basra, Iraq, Aug. 28, 2008. (DoD photo by Pfc. Rhonda J. Roth-Cameron, U.S. Army/Released)

ერაყის ქალაქ მოსულის აღმოსავლეთით განლაგებულმა შეერთებული შტატების არტილერიამ, „ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. ოპერაციაში ჩართულია საერთაშორისო კოალიციის ავიაციაც.
ისლამისტმა მებრძოლებმა იერიშის დასაბრკოლებლად და ხილვადობის შესამცირებლად, საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, პენტაგონის ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ქალქზე ფართომასშტაბიანი შეტევა ჯერ არ დაწყებულა.
შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობაში კი ამ ინფორმაციას მცდარს უწოდებენ.
ქალაქზე ისლამისტებმა კონტროლი 2014 წელს მოიპოვეს. ამ დროისთვის ქვეყანაში 4400 ამერიკელი სამხედროა გადასროლილი.
წყარო: პირველი არხი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები