აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრომ თვითმფრინავის მგზავრებს ბორტზე Samsung Galaxy Note 7-ის ატანა აუკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების ტრანსპორტის სამინისტრომ თვითმფრინავის მგზავრებს და ეკიპაჟის წევრებს ბორტზე Samsung Galaxy Note 7-ის ატანა აუკრძალა.
როგორც უწყება აღნიშნავს, მგზავრებს აეკრძალათ ტელეფონის არა მხოლოდ თვითმფრინავში ატანა, არამედ ბარგში ჩაბარებაც.
ეს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ტელეფონის ამ მოდელს რამდენიმე თვითმფრინავში ცეცხლი გაუჩნდა. უწყებაში ამბობენ, რომ აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მგზავრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები