ნიგერიის პრეზიდენტი – ჩემი ცოლის ადგილი სამზარეულოშია

ნიგერიის პრეზიდენტმა  მისი ცოლის მოთხოვნაზე, მინისტრთა კაბინეტის გამოცვლის აუცილებლობის შესახებ, კომენტარი გააკეთა.
„არ ვიცი, რომელ პარტიას მიეკუთვნება ჩემი ცოლი, მაგრამ მისი ადგილია სამზარეულოში, სასტუმრო ოთახში და კიდევ ერთ ოთახში“, – განაცხადა მოჰამედ ბუხარიმ გერმანიაში ვიზიტის დროს.
რამდენიმე დღის წინ ნიგერიის პირველმა ლედიმ აიშა ბუხარიმ განაცხადა, რომ ის მომავალ არჩევნებზე თავის მეუღლეს მხარს არ დაუჭერს, თუ ის მთავრობის სტრუქტურას არ შეცვლის.
აიშა ბუხარი აბობს, რომ მთავრობაში მყოფი პირები არ იზიარებენ მისი მეუღლის და მმართველი პარტიის შეხედულებებს. მისი თქმით, მთავრობა „რამდენიმე პირმა დანიშნა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები