ჯო ბაიდენი: აშშ რუსეთის კიბერშეტევებს სათანადო პასუხს გასცემს 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები რუსეთის მხრიდან განხორციელებულ კიბერშეტევებს სათანადო პასუხს გასცემს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ჩვენ ამის ყველა საშუალება გვაქვს და მათ ამ სიგნალს მივაწვდით. პუტინი ამის შესახებ შეიტყობს. ეს იმ დროს მოხდება, რომელსაც ჩვენ შევარჩევთ და იმ პირობებში, რომ ასეთ ქმედებებს მაქსიმალური ეფექტი ჰქონდეს“, – განაცხადა ბაიდენმა.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ და დაზვერვის სამმართველომ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აშშ-ის პოლიტიკურ სტრუქტურებზე კიბერშეტევებში რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად დაადანაშაულეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, საუბარია საიტებზე  DCLeaks-ზე და WikiLeaks-ზე ამერიკელი პოლიტიკოსების მიმოწერის გამოქვეყნებაზე, ასევე ჰაკერ Guccifer 2.0-ის საქმიანობაზე, რომელმაც შეერთებული შტატების “დემოკრატიული პარტიის” სერვერის გატეხვაზე პასუხისმგებლობა აიღო. ვაშინგტონში დარწმუნებულები არიან, რომ შეტევების მასშტაბის გათვალისწინებით, მათზე სანქციის გაცემა მხოლოდ რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეეძლოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები