ავსტრალიის პოლიციამ 110 მილიონი დოლარის ღირებულების ექსტაზი ამოიღო

ავსტრალიის პოლიციამ 1,2, ტონა ექსტაზის პარტია დააკავა. ექსტაზის 1,2 მილიონი ტაბლეტი ალუმინის ტვირთში იყო შენახული, რომელიც ევროპიდან ჩამოიტანეს. ამის შესახებ „,ბი-ბი-სი“ იუწყება.
კონტრაბანდული ტვირთის ფასი 110 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
პოლიციამ პოლონეთის ორი მოქალაქე დააკავა. ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ეს ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიაა, რომელიც ავსტრალიაში წელს არის ამოღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები