სინაის ნახევარკუნძულზე 12 ეგვიპტელი სამხედრო დაიღუპა

Sky News-ის არაბული განყოფილება ეგვიპტელი სამხედროების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინაის ნახევარკუნძულზე დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების თავდასხმის შედეგად 12 ეგვიპტელი სამხედრო დაიღუპა და 6 დაშავდა.

ინციდენტი სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილთან, ღაზის სექტორის საზღვართან მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ექსტრემისტებმა საკონტროლო-გამშვებ პუქნტზე სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს ჯერ არ აუღიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები